განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია

"ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი ჩვენივე წარმოსახვითი ჩარჩოებისგან."

56,496 ხელმოწერები

განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია არის განაცხადი პრინციპებისა, რომელსაც ძალა შესწევს ცხოვრების ოპტიმიზაციისა დედამიწაზე ყველა არსებისთვის, აღმოფხვრას სიღარიბე და მომხვეჭელობა, და დააჩქაროს პროგრესი.

არც პოლიტიკურ და არც რელიგიურ, ამ ათ მოკლე პრინციპებს შეუძლიათ შექმნან საფუძველი ახალი, მოწინავე საზოგადოებისა, რომელიც არ იყენებს ფულს, არის თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი. ისინი ეფუძნებიან მხოლოდ ბუნებრიობას, საღ აზრს და გადარჩენას.

განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია ახლა ფართედ განიხილება, როგორც ლოგიკური თანმიმდევრული გამოსავალი დღევანდელი საზოგადოების ვერშემდგარი მექანიზმებიდან და ბუნებრივი ეტაპი ჩვენი ევოლუციისა.

წაიკითხე და ხელი მოაწერე ქარტიას

პრეამბულა

ამ წელს, 2017, ჩვენი პირადი თავისუფლება, გარემო და ბიომრავალფეროვნება დადგა კრიტიკული ხიფათის წინაშე ჩვენს მიერ გლობალური რესურსების არასწორი გამოყენების გამო.

ქარტიის ეს დოკუმენტი გვთავაზობს ათ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელზეც უნდა აიგის სრულიად ახალი მსოფლიო საზოგადოება, დაფუძნებული სამართლიანობაზე, საღ აზრზე და გადარჩენაზე. თუკი დავიცავთ, ეს პრინციპები განახორციელებს ადამიანთა თანასწორობას, მინიმუმამდე დაიყვანს ტანჯვას და უსამართლობას, შექმნის თანამშრომლობით საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრესს და ტექნოლოგიას, და უზრუნველყოფს ჯანმრთელ, მრავალფეროვან და მდგრად სამყაროს ყველა არსებისათვის.

თუ ეთანხმებით ამ ხედვას, გთხოვთ დაამოწმოთ თქვენი მხარდაჭერა ხელის მოწერით და გაუზიაროთ ეს ვებსაიტი და მისი იდეალები თქვენს მეგობრებს. მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი მოვიყვანოთ სისრულეში ამდაგვარი ცვლილებები ასე აუცილებელი სიცოცხლის შესანარჩუნებლად დედამიწაზე შორეული მომავლისათვის.

პრინციპები

1. უმაღლესი საზრუნავი კაცობრიობისა არის ერთიანი საყოველთაო კეთილდღეობა ყველა ცოცხალი არსებისა და ბიოსფეროსი. ახსენით

ადამიანები, ცხოველები და მცენარეები არიან ბუნების სრულიად განუყოფელი ნაწილები. ჩვენ ვართ ბუნება ში - არა გარეთ ან ზემოდან. ყველა ეს ჩვენი სახეობა დაკავშირებულია ერთიმეორესთან და პლანეტასთან, და არაუშუალოდ დამოკიდებულნი ვართ ერთმანეთზე საარსებოდ.

კაცობრიობის ფიზიკური ზემოქმედება სამყაროზე ამჟამად იმდენად დიდია, რომ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე და პასუხისმგებლობა. ჩვენ ახლა უნდა მხედველოვაში მივიღოთ ყველა არსების და გარემოს საჭიროებები, ისევე როგორც ჩვენი, ყველა გადაწყვეტილებებში.


2. სიციცხლე ძვირფასია ყველა თავის გამოვლინებაში, და თავისუფალი, რათა გაიფურჩქნოს ერთიან საყოველთაო კეთილდღეობაში.ახსენით

სიცოცხლე საოცარი მოვლენაა და, ჯერჯერობით, ჩვენი პლანეტა ერთადერთი ადგილია, სადაც აღმოგვიჩენია იგი. ეს ხდის მას ყველეზე იშვიათ და ლამაზ რამედ, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ და პატივს ვცემდეთ.

თუმცა, სიცოცხლე ასევე კვებაცაა, და მთელი ჩვენი სამყაროს არსებები ქმნიან ერთ კომპლექსურ კვებით-ჯაჭვს. იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს კვებითი ჯაჭვი - და ამით ჩვენი ბიომრავალფეროვნება და არსებობა - ჩვენ უნდა დავიცვათ ერთიანი ზოგადი კეთილდღეობა ყველა სახეობისა ნებისმიერ მათგანთან ურთიერთობის დროს.


3. დედამიწის ბუნებრივი რესურსები დაბადებიდანვე ყველა მასზე მცხოვრების კუთვნილებაა, და უფასოდ გასანაწილებელი ერთიან საყოველთაო კეთილდღეობაში.ახსენით

ყოველ ადამიანს და არსებას ამ პლანეტაზე ავტომატურად აქვს უფლება დედამიწის მთელი ბუნებრივი რესურსების წილიზე, და იყენებდეს მათ, რათა იცხოვრონ ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრებით, ვალდებულების ან ქვეშევრდომობის გარეშე სხვა პიროვნების ან არსების წინაშე.

კაცობრიობას, პოპულაციის ზომის და ცხოვრების ფორმის მრავალმხრივობის გამი, აქვს განსაკუთრებული მოვალეობა არ გადახარჯოს ეს ბუნებრივი რესურსები, ან არ გამოიყენოს იმაზე მეტი ვიდრე აუცილებელია ბედნიერი და სრულფასოვანი სიცოცხლისათვის ამ ერთიან საყოველთაო კეთილდღეობაში.


4. ყოველი ადამიანი არის თანაბარი წევრი მთელი მსოფლიოს ხალხთა საზოგადოებისა, და დედამიწის თავისუფალი მოქალაქე.ახსენით

სოციალური, იდეოლოგიური და სასაზღვრო გამყოფები ხალხთა შორის არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, რომელთაც არა აქვთ არც ფიზიკური და არც ბუნებრივი საფუძველი. ასეთი ხელოვნური გამყოფები შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ კონტრ-პროდუქტიული საერთო კეთილდღეობისთვის და მთლიანად საზოგადოების გადარჩენისთვის.

ჩვენი საერთო მსგავსება არის, მაინც, როგორც ფიზიკური ისე ბუნებრივი. უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველას გვინდა და გვჭირდება ერთი და იგივე. საყოველთაო თანამშრომლობით და თანაბარი სარგებლობით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები უფრო ეფექტურად ამ საერთო მიზნების მისაღწევად.


5. ჩვენი საზოგადოება დაფუძნებულია ბუნებასთან თანამშრომლობის და გაგების სულისკვეთებაზე, გამყარებული საფუძვლიანი განათლების მეშვეობით.ახსენით

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც მიიღებს სასარგებლო და შესაფერის განათლებას ბუნების, მსოფლიოს და საზოგადოების არსებობის საკითხებზე, საბოლოოდ შესძლებს საუკეთესო სამსახური გაუწიოს, როგორც მთელს სამყაროს ისე საზოგადოებას. ტრადიციული, კარიერაზე გათვლილი განათლება კი უკვე წარმოადგენს რაღაც დონეზე დამანგრეველ ძალას.

საბოლოოდ, განათლება ჩაანაცვლებს წესდებას, რაც სინამდვილეში წარმოადგენს მხოლოდ წესრიგის დაცვის დაუმუშავებელ სისტემას. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც სრულად ესმის თუ რატომ არის გარკვეული ქმედება დაუშვებელი, უსასრულოდ უკეთ არის შეიარაღებული ცხოვრებისათვის ვიდრე ბავშვი, რომელმაც იცის მხოლოდ სასჯელის შიში ამ ქმედებისათვის.


6. ჩვენი საზოგადოება უზრუნველყოფს ყველა თავის წევრს ყველაფერ აუცილებლით ჯანმრთელი, სრულყოფილი და მდგრადი ცხოვრებისათვის, უფასოდ და ვალების გარეშე.ახსენით

ყოველი ადამიანი გარანტირებული უნდა იყოს ცხოვრების ტექნიკურად შესაძლებელი უმაღლესი დონით ფულის გამოყენების, ვაჭრობისა და ვალის გარეშე. უკვე აღარ არსებობს არანაირი ლოგიკური მიზეზი, რომ არ გავაკეთოთ ეს. პრაქტიკულად ყველანაირი ადამიანური უბედურება გამოწვეულია ჩვენი დრომოჭმული გაცვლითი სისტემით.

ყველა ფორმები ვალისა და ქვშევრდომობისა არის არა მარტო პროგრესის შემაფერხებელი, არამედ ახლა უკვე სრულიად არააუცილებელი. ეს არის ჩვენი ტექნოლოგიის აღზევების მადლით, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვაწარმოოთ და შევქმნათ საქონელი ჩვენთვის.


7. ჩვენი საზოგადოება პატივს სცემს ბუნების და მისი რესურსების შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს რა მინიმალურ გამოყენებას და ხარჯს.ახსენით

ჩვენი რესურსები შეზღუდულია ან მთლიანი რაოდენობით, ან დროით, რომელიც საჭიროა მათ მოსაწესრიგებლად და აღსადგენად. ორივე შემთხვევაში, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ბრძნულად, რათა დავიცვათ, როგორც მათი მარაგი, ისე გარემო.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი იშვიათად გამოყენებადი საქონლის დაგროვება, და არა-კვლავგამოყენებადის რაოდენობა, რომელსაც ვქმნით. ესენი ახდენენ პირდაპირ გავლენას ჩვენს გარემოზე. რაც უფრო გავუფრთხილდებით ჩვენს სამყაროს, მით უფრო მეტი იქნება შესაძლებლობა არსებობისა მომავალში.


8. ჩვენი საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებებს და აღწევს წარმატებას, პირველ რიგში, ლოგიკის და, მისთვის ხელმისაწვდომი, უმაღლესი ცოდნის გამოყენებით.ახსენით

ახალ საზოგადოებაში ფინანსური შეზღუდვების და დაბრკოლებების გარეშე, ყველაზე დიდი გამოწვევები, რის წინაშეც კცობრიობა წარდგება, იქნება ტექნიკური. ე.ი. როგორ მოვიმარაგოთ საკმარისი საკვები, წყალი, საცხოვრებელი, ენერგია, მასალები, და ვუზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მდგრადი ცხოვრებით ყოველი?

ტრადიციული პოლიტიკისა და გარიგებებისგან განსხვავებით, მეცნიერული მეთოდი არის გამოცდილი, სანდო სისტემა ასეთი ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად, იყენებს რა მხოლოდ არსებულ ფაქტებს და თვით ლოგიკას. მას აგრეთვე გააჩნია საერთო მონაცემები ყველა კულტურებსა და ენებზე.


9. ჩვენი საზოგადოება ასევე აცნობიერებს თავის მზრუნველობის და თანაგრძნობის მოვალეობას მათ მიმართ, ვისაც არ შეუძლიათ შეიტანონ თავიანთი წვლილი.ახსენით

ხალხს, რომელთაც რაღაც მიზეზების გამო, არ შეუძლიათ მიხედონ თავიანთ თავს ან შეიტანონ თავიანთი წვლილი საზოგადოებაში, უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებელი პირობები, თანაგრძნობა და ზრუნვა საზოგადოების დანარჩენი წევრების მხრიდან უანგაროდ.

აგრეთვე, სამომავალო წვლილის სახით საზოგადოებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადავცეთ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ცოდნა ჩვენს შვილებს, ისეთი გზით, რაც განავითარებს მათ შემოქმედებას, განვითარებას და ინტელექტს მომავალი პროგრესისკენ.


10. ჩვენი საზოგადოება აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ნაირფეროვანი და სიცოცხლისუნარიანი ბიოსფეროს შენარჩუნებაში მთელი მომავალი ცხოვრების მანძილზე, რათა ვიცხოვროთ სიამოვნებითახსენით

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პლანეტას არა მხოლოდ სხვა ხალხთან, ცხოველებთან და მცენარეებთან, არამედ აგრეთვე მომავალი ხალხის, ცხოველების და მცენარეების თესლებთან, რომლებიც ივლიან და გაიზრდებიან აქ ოდესმე.

ამ არსებებს, რომლებსაც არც ხმა აქვთ და არც გავლენა დღეს, ისევე თანაბრად აქვთ მინიჭებული სიცოცხლის უფლება, როგორც ჩვენ გვაქვს. ყველა ჩვენი სახეობების ინტერესში შედის, რომ დავუტოვოთ ეს სამყარო ჩვენს მომავალ თაობებს სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენ დაგვხვდა, თუ უფრო უკეთესი არა.


ვეთანხმები

დააწკაპეთ თანხმობის ნიშნად..

გთხოვთ შეიყვანეთ თქვენი სახელი.
გთხოვთ შეიყვანეთ თქვენი გვარი.
გთხოვთ შეიყვანეთ მოქმედი ელფოსტის მისამართი.
ეს ელფოსტის მისამართი უკვე დარეგისტრირებულია ქარტიაში. უტყუარობის დაცვის მიზნით მოვითხოვთ ცალკე ელფოსტის მისამართს ყოველი ხელმოწერისათვის. გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ელფოსტის მისამართ.
გთხოვთ დაადგინეთ თქვენი ქვეყანა.
კომენტარი მეტისმეტად გრძელია!
შეცდომა!

განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია 2017. გთხოვთ თამამად გამოიყენეთ ნებისმიერი ტექსტი ამ საიტიდან.. დაგვიკავშირდით